Terms of service

1. ზოგადი პირობები

წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს LUMINEX-სა (შემდგომში „ჩვენ“) და მომხმარებელს შორის ურთიერთობას ვებგვერდის გამოყენების, პროდუქციის შეკვეთისა და შეძენის პროცესში.

ვებგვერდის გამოყენებით და შეკვეთის განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე წესებსა და პირობებს და ეთანხმება მათ.

2. პროდუქციის შესახებ ინფორმაცია

ვცდილობთ, ვებგვერდზე განთავსებული პროდუქციის აღწერა, ლაბორატორიული მონაცემები, ფასი და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად ზუსტი და განახლებული. ლინზების ლაბორატორიული მონაცემები ეყრდნობა Micro-Light Optics Co., Ltd-ის გაზომვებს.

პროდუქტის ფოტო შესაძლოა გარკვეულწილად განსხვავდებოდეს მიღებული პროდუქტის ვიზუალური იერსახისგან, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ეკრანის ფერების განსხვავებით, განათებით ან შეფუთვის განახლებით.

3. ფასები

ვებგვერდზე პროდუქციის ფასები მითითებულია ქართულ ლარში (₾).

შეკვეთის საბოლოო ღირებულება მომხმარებელს ეჩვენება შეკვეთის დადასტურებამდე და მოიცავს არჩეული პროდუქტის ღირებულებასა და მიწოდების საფასურს.

ვიტოვებთ უფლებას, შევცვალოთ პროდუქციის ფასი ან შეთავაზება. ცვლილება არ ვრცელდება უკვე დადასტურებულ შეკვეთაზე.

4. შეკვეთის განთავსება

შეკვეთის დროს მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს სწორი და სრული ინფორმაცია, მათ შორის:

  • სახელი და გვარი;
  • ტელეფონის ნომერი;
  • მიწოდების მისამართი;
  • საჭიროების შემთხვევაში ელ-ფოსტა;
  • სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია შეკვეთის შესასრულებლად.

შეკვეთისთვის ვებგვერდზე ანგარიშის შექმნა სავალდებულო არ არის.

არასწორად მითითებული ინფორმაციის გამო გამოწვეულ დაგვიანებაზე ან მიწოდების შეუძლებლობაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ.

5. გადახდა

პროდუქციის ღირებულება და მიწოდების საფასური იხდება კურიერთან, შეკვეთის მიღებისას — ნაღდი ფულით ან ჩარიცხვით. წინასწარი გადახდა არ არის საჭირო.

6. შეკვეთის დადასტურება

შეკვეთა ითვლება მიღებულად მას შემდეგ, რაც მომხმარებელი წარმატებით დაასრულებს შეკვეთის პროცესს და მიიღებს შესაბამის დადასტურებას.

თუ შეკვეთის შესრულება შეუძლებელი გახდება მარაგის ამოწურვის, ტექნიკური შეცდომის ან სხვა მნიშვნელოვანი გარემოების გამო, მომხმარებელს დავუკავშირდებით მის მიერ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით.

7. პროდუქტის დაბრუნება

მომხმარებელს უფლება აქვს პროდუქტის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში განაცხადოს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ — მოგვწეროს Instagram-ზე (@luminexglasses) ან Facebook-ზე (Luminex).

პროდუქტი უნდა დაბრუნდეს გამოუყენებელი, დაუზიანებელი, ორიგინალ შეფუთვაში და ყველა თანმხლები ნივთით. პროდუქტის უკან გამოგზავნის ხარჯი ეკისრება მომხმარებელს, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დეტალური პირობები იხილეთ დაბრუნებისა და თანხის დაბრუნების პოლიტიკაში.

8. პროდუქტის გამოყენება

მომხმარებელი პასუხისმგებელია შეკვეთისას მითითებული ინფორმაციის სისწორეზე და პროდუქტის სწორ გამოყენებაზე.

LUMINEX-ის სათვალეები არ არის სამედიცინო საშუალება და არ ცვლის რეცეპტულ სათვალეს. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს სამედიცინო დიაგნოზს ან მკურნალობის რეკომენდაციას. მხედველობასთან ან ძილთან დაკავშირებული პრობლემის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

PIROSMANI (ფილტრის კატეგორია 3) არ გამოიყენება ავტომობილის მართვისას. არცერთი მოდელით არ შეიძლება მზისთვის პირდაპირ ყურება.

9. წესების ცვლილება

ვიტოვებთ უფლებას, საჭიროების შემთხვევაში განვაახლოთ წინამდებარე წესები და პირობები. განახლებული ვერსია ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.