Privacy policy

1. ზოგადი ინფორმაცია

LUMINEX (შემდგომში „ჩვენ“) პატივს სცემს მომხმარებლის კონფიდენციალურობას და პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემებთან დაკავშირებული შეკითხვებისთვის მოგვწერეთ Instagram-ზე (@luminexglasses) ან Facebook-ზე (Luminex).

წინამდებარე პოლიტიკა განმარტავს, რა ინფორმაციას ვაგროვებთ, რატომ ვიყენებთ მას და ვის შეიძლება გადავცეთ იგი მომსახურების გასაწევად.

2. რა მონაცემებს ვაგროვებთ

  • სახელი და გვარი;
  • ტელეფონის ნომერი;
  • ელ-ფოსტა;
  • მიწოდების მისამართი;
  • შეკვეთასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
  • მომხმარებელთან კომუნიკაციის ისტორია;
  • თანხის დაბრუნების შემთხვევაში — მომხმარებლის მიერ მიწოდებული საბანკო ანგარიშის ნომერი;
  • ვებგვერდის გამოყენებასთან დაკავშირებული ტექნიკური ინფორმაცია, მათ შორის cookies და მსგავსი ტექნოლოგიებით მიღებული მონაცემები.

გადახდა ხორციელდება კურიერთან, შეკვეთის მიღებისას, ამიტომ ვებგვერდზე საბანკო ბარათის მონაცემები არ გროვდება.

3. მონაცემების დამუშავების მიზნები

  • შეკვეთის მიღება და დამუშავება;
  • პროდუქტის მიწოდება;
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია;
  • თანხის დაბრუნებისა და პრეტენზიების განხილვა;
  • თაღლითური ან არასანქციონირებული ოპერაციების პრევენცია;
  • კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;
  • რეკლამის ეფექტიანობის გაზომვა (მაგ., Meta Pixel), ხოლო თანხმობის შემთხვევაში — მარკეტინგული კომუნიკაცია.

4. მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა

მონაცემები შესაძლებელია აუცილებელი მოცულობით გადაეცეს იმ მესამე პირებს, რომლებიც მონაწილეობენ შეკვეთის შესრულებაში:

  • კურიერულ ან ლოჯისტიკურ კომპანიებს;
  • ვებგვერდის პლატფორმას (Shopify) და სხვა ტექნიკური ინფრასტრუქტურის მომსახურების მიმწოდებლებს;
  • ბუღალტრულ ან სხვა მომსახურების მიმწოდებლებს, როდესაც ეს აუცილებელია მომსახურების გაწევის ან კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

ვებგვერდი მუშაობს Shopify-ის პლატფორმაზე, ამიტომ მონაცემები შეიძლება ინახებოდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ სერვერებზე.

5. მონაცემების შენახვა

პერსონალური მონაცემები ინახება მხოლოდ იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც საჭიროა დამუშავების მიზნის მისაღწევად ან კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად. შემდეგ მონაცემები წაიშლება ან განადგურდება კანონმდებლობის შესაბამისად.

6. მომხმარებლის უფლებები

კანონმდებლობის შესაბამისად მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს:

  • ინფორმაცია მის შესახებ მონაცემების დამუშავების თაობაზე;
  • მონაცემების გაცნობა ან ასლის მიღება;
  • მცდარი ან არასრული ინფორმაციის გასწორება ან განახლება;
  • კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან დაბლოკვა;
  • თანხმობაზე დაფუძნებული დამუშავების შემთხვევაში თანხმობის გამოხმობა.

მოთხოვნის გასაგზავნად მოგვწერეთ Instagram-ზე (@luminexglasses) ან Facebook-ზე (Luminex).

7. ინფორმაციის უსაფრთხოება

ვიღებთ გონივრულ ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს პერსონალური მონაცემების უნებართვო წვდომის, დაკარგვის, შეცვლის ან გამჟღავნების რისკის შესამცირებლად.

8. პოლიტიკის ცვლილება

კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეიძლება პერიოდულად განახლდეს. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ამ გვერდზე.